ვიფიქრე, პირველ პოსტში ”ტაბულაზე” დავწერ მეთქი, მაგრამ ინტერნეტ სივრცეში უკვე იმდენი დაიწერა, მომბეზრდა. პრინციპში ფორუმებსა და FB-ზე პოლიტიკური კუთხით მიდის განხილვა და არავის ახსოვს რომ პოლიტიკის გარდა ჟურნალს კიდევ ერთი დიდებული განყოფილება - კულტურა - აქვს.
სანამ ”პოლიტიკოსები” მისტრალზე დარდობდნენ კულტურის ხალხმა ექსკლუზიური ამბები გავახერხეთ. კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ ხსენებული ექსკლუზიური ამბები ორი - სამი ნომრის მერე დაიწყება, როცა კარგად გავხურდებით, თუმცა მანამდეც საინტერესო საკითხავი სტატიები იქნება. სხვა თუ არაფერი ”კულტურის” განყოფილების რედაქტორი დათო კოვზირიძე (”24 საათიდან”, ”ცხელი შოკოლადიდან” და ”ათიანიდან” გემახსოვრებათ ვინც სპორტს კითხულობთ ხოლმე), საავტორო სვეტს წერს. მის გარდა ”კულტურაში” ლაშა ბუღაძე და ვახო ბაბუნაშვილი გვყავს მესვეტეებად. მოკლედ, ისეთი ხალხია შეკრებილი, ჟურნალი მხოლოდ მათი სვეტების წასაკითხად უნდა იყიდო ორშაბათობით.
Recent Comments